პროექტის სახელი: გარე ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები აღწერენ თავიანთი ქალაქის მდგომარეობას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ათვალიერებენ თავიანთი ქალაქის სხვადასხვა უბნებს , შეისწავლიან პრობლემებს, აღწერენ მდგომარეობას, ადარებენ ერთმანეთს, იღებენ ინტერვიუებს , რითაც განუვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები, გაანალიზებენ ამ პრობლემების მნიშვნელობას.
მოსწავლეთა ასაკი: 14, 15, 16 წ.
ვადები : 3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები :
ჯგუფური მუშაობები, ინტერვიუს აღების მეთოდები, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, წინასწარი მომზადება, მიზნის დასახვა და ძირითადი პრობლემების გადასაჭრელი გზის ძიება, დისკუსიების გამართვა.
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება პრეზენტაციები, ბლოგი, რომელზეც განთავსდება ეს პროექტი.
მოსწავლეები შეიძენენ და ისწავლიან კვლევის უნარ-ჩვევებს, განუვითარდებათ სოციალური ,თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ ჩვევები, ისწავლიან როგორ უნდა იყვნენ ტოლერანტები.
პროექტის მსვლელობა: თემის შერჩევის შემდეგ განისაზღვროს თითოეული ჯგუფის დავალებები და თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე? ვინ არიან შემსრულებლები? ვინ რას და როდის აკეთებს? ჯგუფში გადანაწილდება მოვალეობები: ერთ ჯგუფს დაევალება მოიძიოს ინფორმაცია გარე ვაჭრობის შესახებ,მეორეს კი განათავსოს ეს ინფორმაცია ვებ-გვერდზე.
პროექტის პრეზენტაციის დროს მოსწავლეები გამოიყენებენ ვიდეო და საინფორმაციო ტექნოლოგიებს ინფორმაციების მოძიებაში , დასკვნების გაკეთებაში და თითოეული ინფორმაციის შესახებ პრეზენტაციის, დიაგრამების შექმნაში.
პროექტის შემაჯამებელ შეფასებას მოსწავლეები ანგარიშის სახით წარუდგენენ მასწავლებელს.
რით არის ეს სასწავლო პროექტი აქტუალური? რა ცხოვრებისეულ პრობლემებს და ღირებულებებს შეეხება ეს პროექტი? მოგვარებადია თუ არა ეს პრობლემა ?
პროექტის ხელმძღვანელი: მაყვალა ბოლქვაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:makbolk@gmail.com
გაკვეთილის გეგმა: ცოტა რამ ჩემს შესახებ.