Thursday, August 11, 2011

გარე ვაჭრობა


პროექტის სახელი: გარე ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები აღწერენ თავიანთი ქალაქის მდგომარეობას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ათვალიერებენ  თავიანთი  ქალაქის  სხვადასხვა უბნებს , შეისწავლიან პრობლემებს,  აღწერენ მდგომარეობას, ადარებენ ერთმანეთს, იღებენ ინტერვიუებს , რითაც განუვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები, გაანალიზებენ ამ პრობლემების მნიშვნელობას.
მოსწავლეთა ასაკი: 14, 15, 16 წ.
ვადები : 3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები :
ჯგუფური მუშაობები, ინტერვიუს აღების მეთოდები, ინტერნეტში  ინფორმაციის  მოძიება  და  დამუშავება,  წინასწარი მომზადება, მიზნის დასახვა და ძირითადი პრობლემების გადასაჭრელი გზის ძიება, დისკუსიების გამართვა.
მოსალოდნელი შედეგები:  შეიქმნება პრეზენტაციები,  ბლოგი, რომელზეც განთავსდება ეს პროექტი.
მოსწავლეები შეიძენენ და ისწავლიან კვლევის უნარ-ჩვევებს, განუვითარდებათ სოციალური ,თანამშრომლობითი და კომუნიკაციური  უნარ ჩვევები, ისწავლიან როგორ უნდა იყვნენ ტოლერანტები.
პროექტის მსვლელობა: თემის  შერჩევის  შემდეგ განისაზღვროს თითოეული ჯგუფის დავალებები და თუ  ვინ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე? ვინ არიან შემსრულებლები? ვინ რას და როდის აკეთებს? ჯგუფში გადანაწილდება მოვალეობები: ერთ ჯგუფს დაევალება მოიძიოს ინფორმაცია გარე ვაჭრობის შესახებ,მეორეს კი განათავსოს ეს ინფორმაცია ვებ-გვერდზე.
პროექტის პრეზენტაციის დროს მოსწავლეები გამოიყენებენ  ვიდეო და საინფორმაციო ტექნოლოგიებს  ინფორმაციების მოძიებაში ,  დასკვნების გაკეთებაში და თითოეული ინფორმაციის შესახებ პრეზენტაციის, დიაგრამების შექმნაში.
პროექტის შემაჯამებელ შეფასებას მოსწავლეები ანგარიშის სახით წარუდგენენ მასწავლებელს.
მოსწავლეები და მასწავლებელი ერთად განსაზღვრავენ სასწავლო პროექტის მნიშვნელობას, აქტუალურობას:
რით არის ეს სასწავლო პროექტი აქტუალური? რა ცხოვრებისეულ პრობლემებს და ღირებულებებს შეეხება ეს პროექტი? მოგვარებადია  თუ არა ეს პრობლემა ?
პროექტის ხელმძღვანელი: მაყვალა ბოლქვაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:makbolk@gmail.com
გაკვეთილის გეგმა: ცოტა რამ ჩემს შესახებ.

No comments:

Post a Comment